სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებთან 26 თებერვალი, 2016

დღეს, 26 თებერვალს,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს კავკასიის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებთან.

შეხვედრის ფარგლებში,  გაიმართა პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლისა და მანდატის შესახებ, ასევე  აუდიტორებმა  წარადგინეს უწყების მიერ განხორციელებული აუდიტის ანგარიშების მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

შეხვედრაზე ისაუბრეს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სოფლის ექიმის პროგრამისა და წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის შესახებ.

აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ  იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის შედეგები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსგავსი ფორმატის  შეხვედრებს მომავალშიც რეგულარულად გამართავს.