სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში 24 აპრილი, 2012

დღეს, 24 აპრილს, საქართველოს კონტროლის პალატამ მორიგი შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აუდიტის ანგარიშის განსახილველად.

ამჯერად სხდომა გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, გამგეობის წევრები, ასევე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის მოადგილე და პარლამენტის წევრები.

სხდომაზე განხილულ იქნა ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების მდგომარეობის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, მუნიციპალური ქონების აღრიცხვასთან, მართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად იმართება მუნიციპალიტეტებსა და სხვა ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებებში. ანალოგიური შეხვედრები გასულ კვირას გაიმართა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

სამუშაო შეხვედრების მიზანია მუნიციპალური ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის, შესრულებისა და ანგარიშგების ხელშესაწყობად ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რეკომენდაციების გაცემა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

საქართველოს კონტროლის პალატა მომავალშიც გამართავს მსგავს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებსა და სხვა ცალკეულ დაწესებულებებში, რაც ემსახურება საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხებს.