სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 10 დეკემბერი, 2015

2015 წლის 10 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, ჩატარდა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის მიზანია საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, დაინტერესებული პირების მხრიდან უკუკავშირის მიღება, სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვა და შემოთავაზებული საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი გათვალისწინება.

შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული პარლამენტისა და მოქალაქეების ჩართულობის ვებპლატფორმა, რომელიც წარმოადგენს ინტერაქციულ, ანალიტიკურ მექანიზმს და მიზნად ისახავს გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და დაინტერესებული მხარეებისადმი მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას, პარლამენტისთვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდებასა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაიზიარეს საინტერესო იდეები, რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც განხილული იქნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და აისახება მის საქმიანობაში ვებპლატფორმის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.