სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან 29 სექტემბერი, 2015

დღეს,  29 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით მოქალაქეების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის საქმიანობაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიისა და `ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, აუდიტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად და ღია მმართველობის პრინციპების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს  შეიმუშავა მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული საშუალებები, რომელთა მეშვეობით დაინტერესებული მხარეები შეძლებენ აუდიტორული საქმიანობის გაუმჯობესებას - `დაგეგმე ჩვენთან ერთად“ და `ებრძოლე კორუფციას“ ვებპორტალების გამოყენებით, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ და ირიბად წვლილი შეიტანონ საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ   გამოთქვა სურვილი, შეიქმნას ერთობლივი  თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.

 აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში  მომზადდება მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგია,  რაც  ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციას.

იხ. ვიდეო

 interpressnews.ge

ghn.ge

რადიო მაესტრო

რადიო მაესტრო 2