აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო დეპარტამენტის მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობა, კერძოდ:
2014 წელს აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა 36 აუდიტი, საიდანაც 29 შემთხვევაში გაცემულ იქნა პირობითი დასკვნა, 7 შემთხვევაში - უპირობო დასკვნა, ამასთანავე, 10 შემთხვევაში მასალები გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში და 1 შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტების შედეგად გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები, რომლებიც შეეხებოდა შესყიდვების მართვასთან, ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე აღიცხვა-ანგარიშგებაში არსებულ ხარვეზებს და სხვ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ მომზადდა და აუდიტის ობიეტებს დაეგზავნათ შესაბამისი ანგარიშები და სარეკომენდაციო წერილები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს რეგიონში საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას.
