დღეს, 6 თებერვალს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავა და დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო დეპარტამენტის მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანალიზი და 2014 წლის სამომავლო სამუშაო გეგმის გაცნობა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დეპარტამენტის მიერ აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები და ხარვეზების გამოსასწორებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები.
