სახელმწიფო აუდიტის სამსახური

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 27 ივლისი, 2016

დღეს, 27 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს  შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც  გენერალური აუდიტორის ინიციატივით გაიმართა, მიზნად ისახავდა პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნას და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარე პროცესების განხილვას.