სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაჩაატარა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012, 2013 და 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:
- აპარატს, 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების შედგენამდე, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია;
- მთავრობის2014 წლის 15 ივლისის N449 (საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ)
დადგენილების ამოქმედების შემდეგ, აპარატში პრემიების სახით გაწეული დანახარჯები შემცირდა 75 645 ლარით, ანუ 58%-ით, თუმცა იმავე ოდენობით - 75 687ლარით, ანუ 465%-ით გაიზარდა დანამატების ოდენობა. შესაბამისად, რეგულაციის შემოღებას ეფექტი არ მოუხდენია და მოხდა ერთი სახის განაცემის შეცვლა მეორე სახის განაცემით.
- 2012 წელს სახელმწიფო მინისტრზე მივლინების საავანსო თანხები გაიცემოდა ნორმის ზევით, რამაც მთლიანობაში 73 837 ლარი შეადგინა.
- (აა)იპ-პედაგოგთა კავშირს „განათლება და სამყარო“-ს აპარატში პროექტი „პედაგოგი მშვიდობის რესურსი“ განსახილველად შეტანილი ჰქონდა 2012 წლის 20 მარტს, ხოლო აპარატის ხელმძღვანელობის მიმართვა და პრემიერ-მინისტრის ბრძანება დაფინანსების გამოყოფაზე, გაცემულია შესაბამისად 15 და 5 დღით ადრე. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ აპარატში პროექტების განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
- 2013 წლის 18 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალბა TOYOTA.Land-Cruiser-200-ის გარბენი აღნიშნული პერიოდისთვის შეადგენდა 31708 კმ-ს, მაშინ როცა ხსენებულ ავტომობილის შეძენის დღიდან გახარჯული იყო 14 650 ლიტრი საწვავი. შესაბამისად, საწვავის რაოდენობიდან გამომდინარე, საპასპორტო მონაცემების მაქსიმალური წვის გათვალისწინებით, აღნიშნული პერიოდისთვის ავტომობილს გავლილი უნდა ჰქონოდა არანაკლებ 77 105 კმ, ნაცვლად 31 708 კმ-ისა,ანუ 45 400 კმ-ით მეტი.
