სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ყაზახეთის სახელმწიფო აუდიტორული უწყება საქართველოს გამოცდილებას ეცნობა 30 ივლისი, 2019

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქმიანობის  გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ყაზახეთის სახელმწიფო აუდიტორული უწყების დელეგაცია ეწვია. 

დელეგაციის წევრები კონსტანტინ პლოტნიკოვი, კანატ იესმაგამბეტოვი და მეირამხან კიდირბაიევი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პარლამენტთან თანამშრომლობის მექანიზმს, აუდიტორული საქმიანობების, მათ შორის ეფექტიანობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების  აუდიტების, ბიუჯეტის ანალიზის, აუდიტების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ.

დელეგაციის წევრები სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის ჩართულობით განხორციელებული საერთაშორისო პროექტებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილებით დაინტერესდნენ.

საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფო აუდიტორული უწყებების თანამშრომლობა  მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.