აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებები:
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულია 55,6 ათასი ლარი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განკარგვაზე მიუთითებს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შეუსრულებლობის პირობებში, 4 შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება პირგასამტეხლოს სახით 24,7 ათასი ლარის დარიცხვის შესახებ, რაც საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიულ განკარგვაზე მიუთითებს.
აუდიტის პერიოდში გამოვლინდა 9 შემთხვევა, როდესაც უსაფუძვლოდ არის გაგრძელებული ვალდებულებების შესრულების ვადები. შედეგად, მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს სახით არ იქნა დარიცხული 212,1 ათასი ლარი.
