აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებები:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შეუსრულებლობის პირობებში, არ იქნა გამოყენებული შპს „გზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება პირგასამტეხლოს სახით 196,0 ათასი ლარის დარიცხვის შესახებ, რაც საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიულ განკარგვაზე მიუთითებს.
ქ. ქობულეთში, მე-5 საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიის მოწყობის სამუშაოების წარმოებისას, უსაფუძვლოდ არის გაგრძელებული ვალდებულებების შესრულების ვადები. შედეგად, მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს სახით არ იქნა დარიცხული 69,9 ათასი ლარი.
