სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 ნოემბერი, 2009

5 – 16 ნოემბერს საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს, კერძოდ კალიფორნიის შტატის დედაქალაქ საკრამენტოს ესტუმრა. ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია World Link -ის პრეზიდენტის, ბატონი კურტის სტატსმანის მიწვევით გაიმართა.

ქართული დელეგაცია კალიფორნიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც აშშ-ს მხარემ ქართველებს სახელმწიფო აუდიტის თანამედროვე სტანდარტები და გამოცდილება გაუზიარა.დელეგაციის შემადგენლობაში იყვენენ საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ბ-ნი შოთა თარხნიშვილი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი გიორგი ბოტკოველი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო გოგაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ბ-ნი ბეჟან ბუცხრიკიძე და ამავე კომიტეტის წევრი დავით ნადაშვილი.

ვიზიტის მიზანი, ასევე, საქართველოდან აშშ-ში სასწავლებლად წასული ორმოცდაათი სტუდენტის მონახულება და მათი სწავლის დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების მონიტორინგი იყო.

ზემოდხსენებული შეხვედრებზე კალიფორნიის მთავრობას კალიფორნიის მთავარი ხაზინადარი ბილ ლოკიერი, სენატორი მარიკო იამადა და სენატის საფინანსო-საბიუჯეტო ოფისის თავჯდომარე კრისტიან გრიფიტი წარმოადგენდნენ.