სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - „ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა.
აქციაში, რომელშიც 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ასიაათასობით ადამიანია ჩართული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობენ. საქველმოქმედო გარბენი ტარდება 3 მილიონზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად, რომელთაც ზურგის ტვინი აქვთ დაზიანებული. მონაწილეების დარეგისტრირების შედეგად შეგროვებული თანხა მთლიანად არაკომერციულ ფონდს - Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ს ერიცხება. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული კატეგორიის პაციენტების კვლევასა და მკურნალობას აფინანსებს.
საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ.
