17 – 20 იანვარს საქართველოს კონტროლის პალატაში ჩატარდება სემინარი თემაზე - ფინანსური აუდიტის ხარისხის კონტროლი. სემინარის მიმდინარეობისას შვედ კოლეგებთან ერთად გაიმართება პრაქტიკული ხასიათის სამუშაო შეხვედრები სამ სამინისტროში: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის 2010 წლის 23 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.