სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია 14 ნოემბერი, 2014

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტიაცხადებსმიღებასტრენინგ-კურსზე:ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია

კურსი ითვალისწინებს საჯარო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის შესწავლას, რაც გულისხმობს აუდიტის ჩატარებას რისკზე დაფუძნებული მიდგომით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

პროგრამის აღწერა:

  • წინასწარი აუდიტორული პროცედურები;
  • აუდიტის სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები;
  • არსებითობის გაანგარიშება;
  • აუდიტის ობიექტის შესწავლა;
  • სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს გამოყენება;
  • მომსახურე ორგანიზაციების გამოყენება;
  • დეტალური დაგეგმვა;
  • აუდიტრული შერჩევა;
  • ადგილზე შესრულებული სამუშაოები;
  • აუდიტის დასკვნა და ანგარიში;
  • აუდიტის დოკუმენტაცია და ხარისხის კონტროლი.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 24 ნოემბრიდან - 22 დეკემბრის ჩათვლით

სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ (დღეები: ორშ. ოთხ. პარ. საათები: 9:30-13:00 სთ-მდე)

კურსის ღირებულება: 240 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი: სს ლიბერთი ბანკი;

ანგარიშის მიმღების დასახელება: სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი;

ანგარიშის ნომერი: GE85LB0121141688625000

მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22

რეგისტრაციის თარიღებია: 2014 წლის 14 ნოემბრიდან - 23 ნოემბრის 15:00 საათამდე.

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად გადმოაგზავნეთ პირადობის მოწმობის ასლი (ან პასპორტის ასლი) და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლიშემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (995 32) 2438 181