სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი ნაზი ჩაგანავა აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში (GAO) პროფესიული დახელოვნების სამთვიან პროგრამას გაივლის.
ვაშინგტონის ოფისში, პროგრამის მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აუდიტორებთან ერთად, იგი უშუალოდ იქნება ჩართული GAO-ს აუდიტორულ, მათ შორის ეფექტიანობის აუდიტსა და მისი გავლენის შეფასებასთან დაკავშირებულ პროცესებში; გაეცნობა აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლობის მექანიზმებს კონგრესსა და ფედერალური მთავრობის ინსტიტუციებთან.
ნაზი ჩაგანავა პროფესიული დახელოვნების პროგრამის განმავლობაში იმუშავებს თემაზე - „აუდიტის სამუშაო ჯგუფის ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები და ჯგუფის მართვა“. პროგრამის დასრულებისას მომზადდება სამუშაო-სტრატეგიული დოკუმენტი. მასში გაწერილ პრინციპებს პროგრამის მონაწილე აუდიტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კოლეგებს გაუზიარებს.
ნაზი ჩაგანავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეცხრე აუდიტორია, რომელიც აშშ-ს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის (GAO) პროფესიული დახელოვნების პროგრამაში მონაწილეობს.
აშშ-ის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაცია (GAO) პროფესიული დახელოვნების საერთაშორისო პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.


