ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია: სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების (მათ შორის, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, ღია ლექციების) განხორციელება, მხარეების მიერ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, თანამშრომლობა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისათვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა.



