დღეს, 12 აპრილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამ-შრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია უნივერსიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება, აგრეთვე სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის გზით, დაგეგმილია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღება/გაზიარება, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების შემუშავება და განვითარება.
მემორანდუმს ხელს მოაწერეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ და შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ.
