აუდიტის საერთაშორისო ორგანიზაციის - INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია.
უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების წარმომადგენლები თბილისში INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
დელეგაციას INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილე ოლა ჰოემი, პროექტის მენეჯერები დაფინა დიმიტროვა და ნილს ვოსგენი და კაიმანის კუნძულების გენერალური აუდიტორის მოადგილე, პროექტის ექსპერტი ანჟელა ქულენი წარმოადგენდნენ.
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დელეგაციის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „სტრატეგია, საქმიანობის შეფასება და ანგარიშგება“ (SPMR) - ფარგლებში ჩატარებული თვითშეფასების შედეგები და მასზე დაყრდნობით შემუშავებული სტრატეგია გააცნეს. მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ცოტნე ქარქაშაძე ესწრებოდნენ.


