სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უკრაინის დელეგაციის ვიზიტი 16 მარტი, 2015

 დღეს, 16 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  უკრაინის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა.

მხარეებმა ასევე განიხილეს 17 მარტს დაგეგმილი სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების კოორდინირებული პარალელური აუდიტის შემაჯამებელი შეხვედრის დეტალები. შეხვედრა გაიმართება უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) სახელმწიფო ვალის სამუშაო ჯგუფისა და უკრაინის საანგარიშო პალატის კოორდინაციითა და ორგანიზებით. შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.