სახელმწიფო აუდიტის სამსახური

უკრაინელმა აუდიტორებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს 13 მაისი, 2019

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირება გაიარეს უკრაინელმა აუდიტორებმა. სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  მხარდაჭერით ხორციელდება.  

უკრაინელმა  აუდიტორებმა ლარისა სმაგამ და ვლადიმირ შევჩენკომ  ორი კვირის განმავლობაში  ეკონომიკური სფეროს, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტების სამუშაო პროცესებში მიიღეს მონაწილეობა.   

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა უკრაინელ კოლეგებს აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, აუდიტების მეთოდოლოგია, IT- აუდიტის სპეციფიკა და აუდიტის ობიექტებზე მუშაობის  პრაქტიკები გააცნეს.

უკრაინის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე შეხვდნენ.