სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ტრენინგი - შიდა აუდიტი 20 მაისი, 2016

სასწავლო კურსი ითვალისწინებს  საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მომუშავე მოხელეთა შორის ცოდნის გაღრმავებას და  საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. აღნიშნული კურსი მსმენელს მისცემს შესაძლებლობას შეისწავლოს საჯარო ფინანსების ხარჯვის კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, გაეცნოს  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ შიდა აუდიტის ტექნიკას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

აღნიშნული კურსი  განკუთვნილია შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის.

პროგრამის აღწერა:

  • შიდა აუდიტის წესდება
  • ინდივიდუალური ობიექტურობა
  • გარე სერვისის პროვაიდერი
  • ხარისხის კონტროლი
  • საერთაშორისო სტანდარტებთან კომპრომისი
  • აუდიტის გეგმის კავშირი რისკების შეფასებასთან, კომუნიკაცია, რესურსების მართვა
  • პოლიტიკები და ინსრუქციები, კოორდინირების პროცესი, შიდა აუდიტის საქმიანობის რისკების მართვა და რისკების შეფასების პროცესი
  • რესურსების გადანაწილება პროექტის დროს
  • შიდა კონტროლის ადეკვატურობის შეფასება
  • დაგეგმვა, აუდიტის მიზანი
  • PIFC საერთაშორისო პრაქტიკა, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი
  • მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტები და დამტკიცებული ეთიკის კოდექსი
  • შიდა და გარე აუდიტის სხვაობა და მათი კომუნიკაცია 
  • აუდიტის განხორციელების მეთოდები
  • არსებითობა
  • შერჩევა
  • რისკების შეფასება, კონტროლის გარემო
  • აუდიტის დასკვნის ფორმირება
  • თაღლითობის რისკების შეფასება

სრული კურსის ხანგრძლივობა: 14 ივნისიდან  - 28  ივლისის ჩათვლით

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი #96 (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობა)

ტრენერი:  ნანა ღვალაძე

კურსის ღირებულება:  670ლარი

რეგისტრაციის თარიღებია: 2016 წლის   19 მაისიდან  -13  ივნისის  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - sai@sao.ge  

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაგვიკავშირდით:  599 340436