სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ტრენინგი - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 15 სექტემბერი, 2016

სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტიქ.თბილისში აცხადებს ტრენინგს - სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ.

კურსი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის  შესწავლას და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას აღნიშნული მიმართულებით.

ტრენინგში მონაწილეები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, 

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში არსებულ რისკებთან დაკავშირებით.

ტრენინგ-კურსში წარმოდგენილი იქნება რისკების იდენტიფიცირების თანამედროვე მიდგომები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;

ტრენინგ-კურსი ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი კონკრეტული მიზეზების გამოვლენას, პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას და ა.შ.

აღნიშნული კურსი  განკუთვნილია შიდა აუდიტორებისათვისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული პირებისათვის

პროგრამის აღწერა:

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი;
  • ელექტრონული შესყიდვების მონიტორინგის მიზანი;
  • ინფორმაციის მოპოვების საშულებებიდა რისკების ინდეტიფიცირება;
  • მაღალფასიანი შესყიდვების შერჩევა, როგორც მაღალი რისკის მატარებელი შესყიდვები;
  • სატენდერო პროცედურების შეწყვეტა;
  • ხელოვნურად ჩაშლილი ტენდერები;
  • დისკვალიფიკაციის უფლების ბოროტად გამოყენება;
  • არაკონკურენტულ გარემოში განხორციელებული ტენდერები;
  • გარიგება კომპანიებს შორის;
  • დაკავშირებული მხარეები;
  • გამარტივებული შესყიდვების რისკი შესყიდვების განხორციელებისას;
  • ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების რისკი;
  • მონიტორინგის შეგედების ანგარიშგება.

სრული კურსის ხანგრძლივობა:  11 ოქტომბერი  - 27 ოქტომბერი  

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ტრენერები:  ზურაბ მაისურაძე; ზვიად საყვარელიძე.

კურსის ღირებულება: 280 ლარი

რეგისტრაციის თარიღებია: 2016 წლის   15 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge  

საბანკორეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი