სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ტრენინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აუდიტორული უწყებებისთვის 27 სექტემბერი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს.ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა აზერბაიჯანის  საანგარიშო პალატის თანამშრომლებისთვის ფინანსური აუდიტის ტრენინგი ჩაატარა.

ოთხდღიანი სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური აუდიტის დაგეგმვისა და მასშტაბის იდენტიფიცირების, ერთობლივი აუდიტის სტრატეგიის, ფინანსური ანგარიშგების, თაღლითობის რისკის შეფასების, ანალიტიკური პროცედურებისა და  აუდიტის რეკომენდაციების საკითხები.

ტრენინგი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.

ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და სომხეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის, ბათუმში, ეფექტიანობის აუდიტის ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოფიო დვალიშვილი უძღვებოდა.