სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მუშაობის სპეციფიკის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.
ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებს გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და დეპარტამენტების წარმომადგენლები შეხვდნენ და სამსახურის სტრუქტურა, პრიორიტეტები და პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება გააცნეს, ასევე წარუდგინეს პრეზენტაციები ბიუჯეტის ანალიზის, ქვეყანაში ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და ეფექტიანობის აუდიტების შესახებ.
ტაჯიკეთის დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის აპარატის, გენერალური პროკურატურის სამსახურის, ტაჯიკეთის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე დუშანბეში ეუთოს წარმომადგენლობის თანამშრომლები.
