სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ს.ს.ი.პ. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ.თბილისში აცხადებს ტრენინგს: ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია 06 ოქტომბერი, 2016

სსიპ  საჯარო აუდიტის ინსტიტუტი  აცხადებსმიღებასტრენინგ- კურსზე:    ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგია

ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად.

აღნიშნული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ეფექტიანობის აუდიტის განვითარება
  • ეფექტიანობის აუდიტის განმარტება (3 ძირითადი პრინციპი)
  • ეფექტიანობის აუდიტის განსხვავება შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტებისგან
  • შიდა კონტროლის სისტემა და მისი შეფასება
  • კავშირი პროგრამულ ბიუჯეტსა და ეფექტიანობის აუდიტს შორის
  •  წინასწარი შესწავლა და მემო
  • პრობლემების ხე
  • აუდიტის კითხვები
  • დიზაინ მატრიცა
  • შეფასების კრიტერიუმები, მათი წყაროები და მახასიათებლები
  • ეფექტიანობის აუდიტის მეთოდები
  • მონაცემთა შეგროვების გზები
  • აუდიტის წერილი აუდიტის ობიექტისთვის
  • ინფორმაციის წყაროები და მოპოვების მეთოდები
  • აუდიტის მტკიცებულებები
  • მონაცემთა ანალიზის სახეები (რაოდენობრივი, ხარისხობრივი)
  • აუდიტის რეკომენდაციები
  • ანგარიშგების სტანდარტები
  • გაწეულ რეკომენდაციებთან დაკავშირებული შემდგომი რეაგირება
  • რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი
  • განმეორებითი აუდიტის დაგეგმვა
  • შემდგომი რეაგირების აუდიტი/განმეორებითი აუდიტი
  • განმეორებითი აუდიტის ანგარიში

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

სრული კურსის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი -  10 ნოემბრი, 2016 წელი

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წმ. ქეთევან  დედოფლის გამზირი №96.

ტრენერები:  ირაკლი, წიწილაშვილი, გიორგი კაპანაძე

კურსის ღირებულება:  140  ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

რეგისტრაციის თარიღებია: 2016  წლის   6  ოქტომბრიდან  - 28 ოქტომბრის  ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge  

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი