სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ს.ს.ი.პ. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ქ.თბილისში აცხადებს ტრენინგს -პროდუქტიულობის გაუმჯობესება საჯარო სექტორში 06 ოქტომბერი, 2016

კურსის მიზნები

კურსის მიზანია, მსმენელებს გაუღრმავოს ცოდნა პროდუქტიულობის და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობების, საჯარო სექტორში მომსახურების პროდუქტიულად მიწოდების მნიშვნელობის, ეფექტიანობის მართვისა და გაზომვის თაობაზე. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, გაანალიზონ პროდუქტიულობის გაუმჯობესების ინიციატივები და დამოუკიდებლად დასახონ რეალისტური ეფექტიანობის მართვის სტრატეგიები.

კურსი დაფუძნებულია მენეჯმენტის ამერიკული სკოლის თანამედროვე სწავლებაზე.

კურსის შინაარსი

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. პროდუქტიულობის ცნება, პროდუქტიულობა საჯარო სექტორში და ეფექტიანობის მიმდინარეობების მოკლე ისტორია;
  2. ეფექტიანობის გაზომვის ძირითადი პრინციპები;
  3. ეფექტიანობის გაზომვის პრობლემატიკა;
  4. ეფექტიანობის გაზომვის დანერგვა;
  5. ეფექტიანობის მართვის დოქტრინა;
  6. შედარებითი ეფექტიანობა
  7. STAT მიდგომები ეფექტიანობის მართვაში: კომპსტატი, სითისტატი, და სხვ.
  8. მოტივაცია
  9. სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობა
  10. ანალიტიკური ტექნიკა საჯარო სექტორში

 კურსის დიზაინი

კურსის შინაარის უკეთ ათვისების მიზნით, სწავლების პროცესში მსმენელებს მოეთხოვებათ საკურსო მასალების წინასწარ გაცნობა, ლექციებზე დასწრება, აქტიური ინტერაქცია, და მოკლე წერილობითი დავალებების შესრულება.

საკურსო ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურ ენოვანია. დაინტერესებული მსმენელებისათვის დამატებით ხელმისაწვდომია რეკომენდირებული საკითხავი.

ლექციებზე ინტერაქციის მიზანია სემინარის ელემენტის ჩართვა ლექციის მიმდინარეობაში, როდესაც მსმენელს მოეთხოვება საკუთარი ცოდნის, მოსაზრების, შეხედულების, ან გამოცდილების გაზიარება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხვა დამსწრე მსმენელებისათვის.

მოკლე წერილობითი დავალებები შეეხება განვლილი საკურსო მასალის ირგვლივ პრაქტიკული დავალებების შესრულებას, რაც გულისხმობს ანალიტიკური ამოცანების ამოხსნასა და თეორიის პრაქტიკაში გამოყენებას.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას საშუალო დონეზე და არ შეექმნება სირთულე ინგლისურ ენოვან ლიტერატურასთან მუშაობის პროცესში ( გთხოვთ,  იხილოთ საკურსო ლიტერატურის ნიმუში).

მსმენელთა შეფასება

მსმენელთა მიერ მიღებული ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება აკუმულირებული ქულების (პროცენტების) ჯამი, რომლებსაც მსმენელები მიიღებენ ცალკეული დავალებების შესრულებაში. კერძოდ, ქულები განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

  • 30% - ლექციებზე მომზადებული დასწრება
  • 20% - ეფექტიანობის გაზომვის დავალება
  • 20 % - ეფექტიანობის გაზომვის მაგალითის მოკლე კრიტიკული ანალიზი
  • 30 % - ადმინისტრაციული ანალიზი

ეთიკა

მსმენელებს მოეთხოვებათ ორგანიზებული და პასუხისმგებლობით მიდგომა სწავლის პროცესისადმი, ლექციებზე კონცენტრაცია, სხვათა აზრებისა და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემა, კონსტრუქციული კრიტიკა, და დამოუკიდებელი მუშაობა დავალებების შესრულებაზე.

 

სრული კურსის ხანგრძლივობა:  15 ნოემბერი  - 22  დეკემბრი,  2016 წელი

სწავლების გრაფიკი: გთხოვთ იხილოთ განრიგი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წმ. ქეთევან  დედოფლის გამზირი №96.

ტრენერი: გიორგი ალასანია

 

კურსის ღირებულება: 370 ლარი

 

რეგისტრაციის თარიღებია: 2016 წლის   6  ოქტომბრიდან  - 10 ნოემბრის   ჩათვლით

სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად  გადმოაგზავნეთ  პირადობის მოწმობის ასლი ( ან პასპორტის ასლი)  და გადახდის დამადასტურებელი  ქვითრის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - pai@sao.ge  

 

 

საბანკორეკვიზიტები:

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი _ TRESGE22;

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

+(995 599) 34 04 36 ნანა ჭიჭუეიშვილი