სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე (პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა).
სასწავლო პროგრამა:
- ფინანსური აუდიტი;
- შესაბამისობის აუდიტი;
- ეფექტიანობის აუდიტი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის N1321 და N429 ბრანებები; ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ზოგადი დებულებები, წესები და პირობები;
- ფინანსთა მინისტრის N364 ბრძანება ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა-ციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ;
- საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი".
სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, გაიცემა საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი 5- წლიანი სერტიფიკატი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 19 ოქტომბერი- 19 დეკემბერი, 2015 წელი
პროგრამის ღირებულება: 1 300 (ათას სამასი) ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო კურსის საფასური 1000 ლარი და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 300 ლარი).
დაინტერესების შემთხვევაში სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის, მ/წ 16 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (განცხადების ფორმის გადმოტვირთვა)
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV) ნაბეჭდი ფორმით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული (ბიომეტრიული) ფოტოსურათი;
- საკვალიფიკაციო კურსის საფასურის (1 000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შემდგომში სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისათვის, მ/წ 12 დეკემბრამდე დამატებით გთხოვთ წარმოადგინოთ:
- შესაბამისი განცხადება;
- სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი _ TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 707727122
საბუთების მიღების ვადა: 22 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით (სამუშაო დღეებში 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე).
საბუთების ჩაბარება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი I ჯგუფი
იხ. სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა და განრიგი II ჯგუფი
( * განრიგში მოცემულია სავარაუდო დრო. დრო შესაძლებელია შეიცვალოს მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე)
