სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სტუმრად ძევრის პანსიონატში 21 დეკემბერი, 2013

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი მოინახულა.

ლაშა თორდიამ პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ზამთრის თბილი ტანსაცმელი, ტკბილეული და სურსათი გადასცა, რაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიერ, პანსიონატის საჭიროების გათვალისწინებით იქნა შეძენილი.

„პანსიონატის ბინადრებს გადავეცით ტანსაცმელი და მცირედი საჩუქრები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეგროვებინა თანხა, რათა ცოტათი მაინც გაგვეხალისებინა მათთვის დამდეგი ახალი წელი", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

იხ. ვიდეო სიუჟეტი