სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 24 დეკემბერი, 2015

23 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა მიმდინარე წელს ბოლო, სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში განახლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე დამტკიცდება პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (იხ. დოკუმენტი).

სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ შეხვედრებს გააგრძელებს 2016 წელსაც. ინტენსიური დისკუსიებისა და მუშაობის ფარგლებში იგეგმება სას-ის შიდაორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესება, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და განხორციელება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს აქტიური თანამშრომლობისთვის.