სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდნენ 14 ნოემბერი, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის 15 მონაწილე სხვადასხვა აუდიტორულ დეპარტამენტში დასაქმდა.  

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გადასცა და  სამსახურის გადაწყვეტილება გააცნო;  ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, საუკეთესო შეფასების შედეგად, მათ აუდიტორ ასისტენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ.  

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა და  მათი განვითარების ხელშეწყობა.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გასული წლის ნოემბერში დაიწყო და პირველად განხორციელდა.  სტაჟირებისთვის, კონკურსის წესით  1000-მდე  მსურველიდან  სპეციალურმა კომისიამ  20 ახალგაზრდა შეარჩია.   სტაჟირების ხანგრძლივობა  6 თვიდან 12 თვემდე ვადით განისაზღვრა. ახალგაზრდები პროფესიული უნარების დაუფლებასთან ერთად შუალედურ გამოცდებსა და ტესტირებებს აბარებდნენ.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული  განვითარება და ამ გზით სამსახურის საქმიანობის გაძლიერება.