სტაჟირების პროგრამით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორ-სტაჟიორთა ახალი ნაკადი მიიღო.
აუდიტორ-სტაჟიორები სოციალური და ეკონომიკის სფეროების აუდიტის დეპარტამენტებში, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის, აჭარის ა/რ-ში აუდიტის დეპარტამენტებში და სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირების პროგრამას.
სტაჟირება გრძელდება 6 თვიდან 12 თვემდე, რომლის განმავლობაში სტაჟიორს საშუალება აქვს აუდიტორულ საქმიანობაში მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და დაეუფლოს პროფესიულ უნარებს. პროგრამის გავლის შემდეგ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა დასაქმდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუდიტორ-სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხდება.
2018-2021 წლებში სამსახურმა ერთწლიანი სტაჟირების პროგრამაზე სტაჟიორთა ორი ნაკადი მიიღო. ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამსახურში დასაქმდა 32 ადამიანი.
სტაჟირების პროგრამა, რომელიც სამსახურის ინიციატივით 2018 წელს შეიქმნა, მიზნად ისახავს პერსპექტიული კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ განვითარებას და ამ გზით სამსახურის საქმიანობის გაძლიერებას.


