სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2012-2013 წლებში ჩაატარა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შესაბამისობის აუდიტი, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
- სააუდიტორო პერიოდში სხვადასხავა სახის საკონსულტაციო მომსახურეობაზე გაწეული 172 318 ლარის ხარჯი მიჩნეულია დაუსაბუთებლად და არარაციონალურად;
- კომპანიის თანამშრომლების ქვეყნის გარეთ მივლინებებზე გაწეული ხარჯებიდან, არარაციონალურად, დაუსაბუთებლად და ზედმეტად აღიარდა 132 257 ლარი;
- არ დასტურდება ჩამოწერილი და ხარჯად აღიარებული 41 074 ლარის საწვავის (ბენზინი) ფაქტობრივი ხარჯვის რეალობა;
- 1011 ლარის სატელეფონო ხარჯები აღიარებულია დაუსაბუთებლად;
- მხატვრული ფილმის ,,მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელის“ დასამთავრებლად (კინოსურათის ქართული ვერსიის შექმნა) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების (140 ათასი ლარი) ხარჯვის შედეგად მიზანი მიღწეული ვერ იქნა, ფილმი ჯერ კიდევ ირიცხება კომპანიის დაუმთავრებელი წარმოების ანგარიშზე;
- 2009 წლის წმინდა მოგებიდან სახელმწიფო ბიუჯეტს მიუღებელი დარჩა 36 809 ლარის დივიდენდი.
გამოთქმულია მოსაზრება უარყოფითი დასკვნის გაცემაზე.
ანგარიში გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას.
