სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანს წარმოადგენდა ფინანსურ ანგარიშგებაზე დასკვნის გაცემა და სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, 2011 და 2012 წლებში უნდა განხორციელებულიყო ყველა მეურნეობის, ფერმისა და მოსახლეობის კუთვნილი პირუტყვის აცრა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით წელიწადში ორჯერ, რაც 2011 წელს საერთოდ არ განხორციელებულა ხოლო 2012 წელს განხორციელდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ. აღნიშნული ფაქტის გამო 2011 წელს გამოვლენილი ჯილეხის ფაქტები გაიზარდა 8-იდან 31-მდე, ხოლო 2012 წელს დაფიქსირდა ჯილეხის 36 შემთხვევა.
ასევე, გამოვლინდა, რომ სააგენტო 2011 და 2012 წლებში ჯეროვნად ვერ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის კუთხით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ: 2011 წელს 49,000 ბიზნესოპერატორიდან შემოწებულია მხოლოდ 218, ხოლო 2012 წელს 44,000-დან მხოლოდ 421 ბიზნესოპერატორი. 2011 წელს მთლიანი მოცულობიდან შემოწმდა მხოლოდ ნახევარი პროცენტი ხოლო 2012 წელს 1% პროცენტი. ასევე ხშირ შემთხვევებში არ ხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული განმეორებითი ინსპექციები, იმის დასადგენად, გაითვალისწინა თუ არა შემოწმების ობიექტმა მიცემული რეკომენდაციები და შენიშნვები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გასცა რეკომენდაციები, და ელოდება სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმოქმედო გეგმას აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
იხ. ვრცლად
