სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ “ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის“ 2013 წლის 31 დეკემბერით დასრულებული საანგარიშო პერიოდისათვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში 04 მარტი, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ "ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის" 2013 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2012 - 2013 წლების შესაბამისობის აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსური ანგარიშგების შესახებ გასცა უპირობო მოსაზრება, მაგრამ ხაზგასასმელია სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ:

"საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" დებულებით, აღრიცხვიანობა უნდა წარმოებდეს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო ცენტრი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე, ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს უცხოურ ვალუტაში.

ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ბრძანებით, შემოსავლების აღრიცხვისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი, ხოლო ცენტრი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე, საბუღალტრო ჩანაწერებს ახორციელებს საკასო მეთოდით.

2012-2013 წლების მთავრობის განკარგულებებით, ცენტრის დირექტორის თანამდებიბრივი სარგო განისაზღვრა 3,290 ლარით, შტატით გათვალისწინებული თანმშრომელთა საშუალო სარგო, შესაბამისად, განისაზღვრა არაუმეტეს 1,931 და 2,097 ლარისა, ჯამში 2012 წელს - 370,684, ხოლო 2013 წელს - 327,780 ლარი.

ცენტრის თანამშრომელთა გარკვეულ ნაწილთან გაფორმებულია საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც, დამატებით, გარდა ზემოთ აღნიშნული მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული სახელფასო ოდენობებისა, მიღებული აქვთ სულ 2012 წელს 65,057 ლარი, ხოლო 2013 წელს - 115,200 ლარი მაშინ, როდესაც საკონსულტაციო და შტატით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები ფაქტობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი საკონსულტაციო მომსახურებაში ანაზღაურებულ თანხებს ასახავდა თანამდებობრივ სარგოში, მისი საშუალო თანამდებობრივი სარგო, ნაცვლად მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული 2,097 (მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო) ლარისა, იქნებოდა 2,491 ლარი, რითაც გადააჭარბებდა მთავრობის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს.

სრული ანგარიში