სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ 2014 წლის 1 იანვარი - 2014 წლის 31 დეკემბერი 11 აგვისტო, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:

  • დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“ და უნივერსიტეტის მიერ არ არის განხორციელებული ბალანსზე რიცხული აქტივების და ვალდებულებების, მატერიალური ფასეულობების, საცნობარო მუხლებში აღრიცხული ძირითადი აქტივების, ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების და ამორტიზებული ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია;
  • უნივერსიტეტის მიერ აუდიტის პერიოდში განხორციელებული 316 984 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ხარისხის, მოცულობის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი;
  •  უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების კორპუსიის, სპორტდარბაზისა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის დაშლის შედეგად მიღებული 1 224 კვ.მ სახურავის კანონშესაბამისად განკარგვა, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება, ხოლო შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოს არაიდენტიფიცირების პირობებში გადახდილია 679,70 ლარი;
  • უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 7 ივნისის N57 დადგენილებით განსაზღვრულ და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სავალდებულო სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის კომპონენტებს. კერძოდ, სავალდებულო დატვირთვით განსაზღვრული 22 039 საათის ნაცვლად, ფაქტობრივი დატვირთვა შეადგენს 15 659 საათს, 6 380 საათით ნაკლებს;
  • უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე- 2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პერსონალი სამსახურში მიიღება ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ფაქტობრივი დასაქმება განხორცილებულია 2012, 2013 და 2014 წლებში;
  • აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა აუდიტის ანგარიში და გამოვლენილ ნაკლოვანებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

სრული ანგარიში