სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი’’ 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 06 იანვარი, 2015

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებები:

  1. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ბალანსზე რიცხული აქტივების,  კერძოდ, გამოცვლილი ავტონაწილების შერჩევითი დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ 19 დასახელების 29 ერთეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა ფიზიკურად განთავსებულია ბულვარის საწყობში და არ ირიცხება ორგანიზაციის ბალანსზე.
  2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2012-2013 წლებში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები, მათი გამოშვების წლებისა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, 21 118 ლარის ფულადი სახსრების არაპროდუქტიულ გამოყენებაზე მიუთითებს.
  3. შემსყიდველის მიერ გარე განათების წერტების მომსახურება განხორციელებულია შესაბამისი დაგეგმარებისა და ქმედითი ღონისძებების გარეშე. კერძოდ, რიგ შემთხვევებში გარე განათებების წერტები აღურიცხავია, ვერ ხდება იდენტიფიცირება აღნიშნული წერტების მესაკუთრისა და აღრიცხვის აუცილებლობის შესახებ, რაც მათ მიერ აღნიშნული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების არაეკონომიურობაზე მიუთითებს.

                  აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია, ხოლო ნაწილი შესრულების პროცესშია.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია