სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი’’ 012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 05 დეკემბერი, 2014

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა სსიპ „ბათუმის ბულვარის“2012 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებები:

  1. სსიპ „ბათუმის ბულვარის” მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ფეხით მოსიარულეთა ახალი ბილიკისათვის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის სკამების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით. გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის არაერთგვაროვანი მიდგომისა და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად, არაეკონომიურად გაიხარჯა 89 980 ლარი.
  2. შემსყიდველის მიერ გარე განათების წერტების მომსახურება განხორციელებულია შესაბამისი დაგეგმარებისა და ქმედითი ღონისძებების გარეშე. კერძოდ, რიგ შემთხვევებში გარე განათების წერტები აღურიცხავია, ვერ ხდება იდენტიფიცირება აღნიშნული წერტების მესაკუთრისა და აღრიცხვის აუცილებლობის შესახებ, რაც მათ მიერ აღნიშნული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების არაეკონომიურობაზე მიუთითებს.
  3. ბულვარის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გაგრძელება განხორციელდა დაუსაბუთებლად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიმწოდებელმა თავი აარიდა 3 137.25 ლარისპირგასამტეხლოს დარიცხვას.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთანავე, აუდიტის ანგარიში შემდგომი შესწავლის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია