სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. ჩატარებულ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას უზუსტოდ ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა N1, N3 და ფორმა N5, კერძოდ:
ბალანსის ფორმა N1-ში ,,დაუფარავი ზარალის მუხლში“, ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად ფიქსირდებოდა ,,ვალდებულებების და კაპიტალის“ ჯამური თანხა 2,939.00 ლარის ოდენობით;
ბალანსის ფორმა N3-ში კაპელის მიერ ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 3,061.99 ლარის არაფინანსური აქტივები შეცდომით იყო ასახული უსასყიდლოდ მიღებული არაფინანსური აქტივების მუხლში.
ბალანსის ფორმა N5-ში მატერიალური მარაგების საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნის მუხლში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, მითითებული იყო 443.00 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ძირითადი კაპიტალის მოხმარების ჯამურ თანხას.
