დღეს, 20 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისის თანამშრომლებმა სისხლის ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უანგაროდ გაიღეს სისხლი და თანადგომა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. აღნიშნულ აქციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 40-მდე თანამაშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქციაში ჩართვისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, პერიოდულად მიიღოს მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში.
