2014 წლის აპრილში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაიწყო საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სფეროს განვითარებისთვის, მიზნად ისახავს ამ სფეროში მომუშავე აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდეგ მათი ცოდნის შეფასებას.
სერტიფიცირების გავლის სურვილი გამოთქვა 57 პირმა. მათ 2 თვის მანძილზე გაიარეს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსი და 29 მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. დღეს, 5 ივნისს, მათ გადაეცათ საჯარო სექტორის აუდიტორის 5-წლიანი მოქმედების სერტიფიკატი.
საჯარო აუდიტის ინსიტუტმა პირველი სერტიფიცირება განახორციელა 2013 წელს. სერტიფიცირება ინსტიტუტმა უკვე მეორედ ჩაატარა და საჯარო უდიტის ინსტიტუტი სერტიფიცირების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ყველა სერტიფიცირებულ საჯარო სექტორის აუდიტორს უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
იხ. ვიდეო სიუჟეტი
