სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო ფორუმი ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგთან დაკავშირებით 21 დეკემბერი, 2015

2015 წლის 16 დეკემბერს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ფორუმი ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგთან დაკავშირებით.

ფორუმში მონაწილეობდნენ საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციები. ფორუმზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოქალაქეთა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის შექმნას, პარლამენტისა და მოქალაქეების ჩართულობის ვებპლატფორმის შემუშავებასა და მოქალაქეების ჩართვას საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით უკვე შეიქმნა საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი.

ამასთანავე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იგეგმება ვებპლატფორმის შემუშავების მომსახურების შესყიდვა.

იხ. დღის წესრიგი   პრეზენტაცია