სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელთა საყურადღებოდ
გამოცდა გაიმართება 2016 წლის 3 სექტემბერს 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის ქ. №53 (სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ შენობა).
გამოცდაზე დასაშვებად აუცილებელია სერტიფიცირების საკვალიფიკაციო კურსის გავლა (ბოლო 2 წლის განმავლობაში).
გამოცდაზე გასვლის მსურველებმა უნდა მოგვმართონ განცხადებით საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექციას მისამართზე ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N7.
განცხადებას თან უნდა ახლდეს სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაზე პირველად გასვლის საფასურია 300 ლარი, ხოლო განმეორებით გასვლის საფასურია 100 ლარი.
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707727122
სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული პროცედურები
კანდიდატთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ფორმა
