სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი:
- შესყიდვის სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულებას შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემსყიდველმა სათანადოდ არ აწარმოა ბაზრის კვლევა;
- შესყიდვებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, თანხების ათვისების მიზნით, საბიუჯეტო წლის ბოლოს, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია ისეთი მოთხოვნა, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმებიდან და საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მთლიანი სახელშეკრულებო თანხის წინასწარ, ავანსად გადარიცხვა, რის საფუძველზეც მოხდა ზოგიერთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- სატენდერო დოკუმენტაციაში (ტექნიკურ დავალება) სარეკლამო პროდუქტის აღწერისას მითითებული იყო ისეთი მინიშნებები, რომელიც ფაქტობრივად მორგებული იყო კონკრეტულ პრეტენდენტზე;
- 2014 წელს არ ჩატარებულა ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.
სრული ანგარიში
