სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო" 29 დეკემბერი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ - სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს 2011-2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტი განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და გაიცა პირობითი დასკვნა. იქიდან გამომდინარე, რომ შესწავლილ იქნა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი  მასალებიც, ანგარიში მოიცავს როგორც საიდუმლო, ისე  არასაიდუმლო ნაწილს.

არასაიდუმლო მასალების შესწავლისას  გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები:

  1. სააგენტოში, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, მოქმედი წესის შესაბამისად არ ჩატარებულა არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაცია[1]. შესაბამისად, ბალანსზე აღრიცხული აქტივების არსებობა და სისრულე ვერ დასტურდება.
  2. 2012 წელს სააგენტოსა და შპს „YIT გერმანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლისფარგლებში კომპანიას უნდა განეხორციელებინა ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის  „ექსპლუატაციის მომსახურების ტექნიკური დავალების დამტკიცება, ოპერატიული პერსონალისთვის თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციების პერიოდული განახლება.". აღნიშნული დოკუმენტები სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ვერ დგინდება საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვის საფუძველი, რომელიც შეადგენს კომპანიისთვის გადახდილ 80.3 ათას ლარს.   
  3. 2011 წლის განმავლობაში სააგენტოს  ბალანსზე ირიცხებოდა 2007 წელს გადმოცემული MI-8-T ტიპის  შვეულმფრენი. 2011 წელს, სააგენტომ შემოსავლის მიღების მიზნით,  ხელშეკრულება გააფორმა შპს „ვანილა სქაი ჯორჯიასთან“, რომლის 90%-ს ფლობს შპს „სერვისეირი“ და რომელიც ახორციელებდა  შვეულმფრენის ტექნიკური გამართულობის, ასევე შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფას. არცერთი ხელშეკრულების ფარგლებში  სააგენტოს არ განუხორციელებია კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების კონტროლი. შესაბამისად, ვერ დგინდება დარიცხული შემოვლებისა და ხარჯების სისრულე.  
  4. 2009 წელს სსიპ - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ უსასყიდლოდ გადმოეცა ქ. თბილისში, ალვანის ქ. №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1,333.83 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ღირებულებით - 4,224.9 ათასი ლარი. აღნიშნული ქონება სააგენტოს მიერ აღირიცხება, როგორც შენობა–ნაგებობა, არ არის გამიჯნული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ცალკეული ღირებულებები. შესაბამისად, ცვეთა ერიცხება არაწარმოებულ  აქტივს - მიწას, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ანგარიშის სრულ ვერსიაში