სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო განხილვები აუდიტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გასაუმჯობესებლად 18 მარტი, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პროექტის - „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ - ფარგლებში გეგმავს საჯარო შეხვედრებისა და განხილვების ორგანიზებას დაინტერესებულ მხარეებთან.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

წლის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრების კალენდარი (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი)