სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო განხილვა შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან 18 მარტი, 2016

დღეს, 18 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, ქ. გორში მორიგი საჯარო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლებისა და კასპის მუნიციპალიტეტის 2010-2012 წლებისა და 2013 წლის 5 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტების შედეგები, ასევე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

შეხვედრა გახსნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც უზრუნველყოფს (იხ. დაგეგმილი საჯარო შეხვედრების კალენდარი).

იხ.გალერეა