დღეს 12 თებერვალს, თელავში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს დაინტერესებულ მხარეებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა განიხილეს საგარეჯოს, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტების შედეგები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
საჯარო შეხვედრა გახსნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
