სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო აუდიტის როლი საპარლამენტო ზედამხედველობაში 31 მარტი, 2016

დღეს, 31 მარტს  გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა - “საჯარო აუდიტის როლი საპარლამენტო ზედამხედველობაში”, რომელიც ორგანიზებული იყო  ევროკავშირის პროექტის -  “საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმების მხარდაჭერის” მიერ.

აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მის სტარატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგის გამართვა და იმ  გზების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის კომუნიკაციის გააუმჯობესებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის:

  • საჯარო სექტორის აუდიტი და ბიუჯეტის ზედამხედველობა;
  • პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შექმნილი აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობა.

 საუკეთესო მაგალითებისა და ცოდნის გაზიარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მისი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციების სახით ასევე წარუდგინეს შემდეგი საკითხები:

  • საქართველოს   სახელმწიფო   აუდიტის   სამსახურის   როლი   სახელმწიფო   ბიუჯეტის ზედამხედველობის პროცესში;
  • პარლამენტის როლი რეკომენდაციების შესრულების პროცესში;
  • ეფექტიანობის აუდიტი: გამოწვევები და რეკომენდაციები;
  • საზოგადოების ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში;
  • საჯარო აუდიტის ინსტიტუტი;

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები (ფინანსთა სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 იხ.გალერეა