სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.
პროგრამა დაყოფილია ორ ეტაპად - სასწავლო კურსი და სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელთა გავლისა და ჩაბარების შემდეგ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სამსახურში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელ 5 წლიან სერტიფიკატს გასცემს.
სასწავლო პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვალიფიციური ტრენერები და მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან.
სასწავლო კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებ გვერდზე http://www.sai.ge/news/83/
საჯარო აუდიტის ინსტიტუტს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ასევე საჯარო ფინანსების მართვასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სწავლებები.
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებას, რომელიც ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსების შემუშავებასა და ჩატარებას. ინსტიტუტი ხელს უწყობს საჯარო სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
